საეკლესიო არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება)

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: საეკლესიო  არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება)
 
მისანიწებელი კვალიფიკაცია: საეკლესიო  არქიტექტურის ( ხუროთმოძღვრების)  ბაკალავრი
 
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი: საპროექტო-გეგმარებითი პროცესის სრული ციკლის სწავლება დასაწყისიდან (საპროექტო ამოცანის განსაზღვრა) ობიექტის რეალიზაციის დასრულებამდე (ექსპლუატაციაში მიღება). სწავლების პროცესში განსაზღვრულია სტუდენტების მიერ მომავალი პროფესიის საბაზო ცოდნის შეძენა, აგრეთვე პროექტების ექსპერტიზის და წინასაპროექტო ანალიზის უნარების დაუფლება.
 
სწავლის შედეგები:
 
ცოდნა და გაცნობიერება
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
არქიტექტურული პროექტის დამოუკიდებლად დამუშავება მისი ყველა სტადიის შესრულებით; მომიჯნავე ნაწილებში თავისუფალი ორიენტაცია; პროექტის ვიზუალიზაცია და განსახილველად წარდგენა.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
საპროექტო დავალების შედგენა და დამკვეთთან შეთანხმება; პროექტის ადმინისტრირება მისი რეალიზაციის ნებისმიერ ეტაპზე.
დასკვნის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
წინასაპროექტო ეტაპზე საწყისი (ამოსავალი) მასალის შეგროვება; საპროექტო ნაკვეთის/ტერიტორიის კომლექსური შესწავლა-ანალიზის წარმოება; ელემენტალური კვლევითი პროცესის შესრულება და მიღებული შედეგების სისტემატიზაცია.
კომუნიკაციის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
პროექტის განმარტებითი ბარათის მომზადება, შუალედური და შემაჯამებელი დასკვნების შედგენა საავტორო ზედამხედველობის წარმოების პროცესში; პრეზენტაციების მომზადება სპეციალურ პროგრამებში (Power Point და სხვ.)სლაიდ-შოუს გამოყენებით; ტექნიკურ-ეკონომიური ანგარიშების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების, აგრეთვე წინასაპროექტო ანალიზის შედგენა-დამუშავება.
სწავლის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
სწავლის პროცესში შეძენილი გამოცდილების სისტემატიზაცია; პირადი ელექტრონული არქივის და ბიბლიოთეკის შექმნა; პირადი CV, სარეკომენდაციო წერილის, პროფესიონალური გამოცდილების და სხვ.ჩამოყალიბება.
ღირებულებები
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
დამატებითი პროფესიონალური უნარ-ჩვევების შესაძენად სწავლების მომიჯნავე სფეროების და საქმიანი აქტივობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა; არქიტექტურულ კონკურსებში, გამოფენებში, სემინარებში და სხვ.მონაწილეობა.


კურიკულუმი