დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ბაკალავრი
 
 
საბაკალავრო პროგრამის მიზანია:
 
სტუდენტმა  მოახდინოს სასწავლო რესურსების მობილიზაცია.
შეითვისოს მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისათვის საჭირო უნარები.
დაეუფლოს მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ჩვევებს.
პროგრამის  შედგენისას  გათვალისწინებულია მაქსიმალურად ყველა ის ასპექტი, რაც სტუდენტს მისცემს მაქსიმალურ ცოდნას თეოლოგიის შემადგენელ  ზემოთ აღნიშნულ დისციპლინის  ირგვლივ.
 
სწავლის შედეგები:
 
ცოდნა და გაცნობიერება
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
მონუმენტური ხატწერის ნიმუშზე საშუალო სირთულის რესტავრაცია - კონსერავაციის ჩატარება, რომელიც დაფუძნებული იქნება თეორიულ ცოდნაზე, მასალების ქიმიურ-ტექნოლოგიური თვისებებისა და მის პრაქტიკული გამოყენების უნარზე.
კურსდამთავრებული შეძლებს თეოლოგიური ცოდნის და ხატწერა - რესტავრაციის საფუძვლების კომპლექსური საკითხების გაცნობიერებას.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
მონუმენტური ხატწერის სარესტავრაციო - საკონსერავაციო სამუშაოთა ჩატარებისას გამოიყენონ თანამედროვე სარესტავრაციო მასალები და ტექნოლოგიები, რომელიც თავსებადი იქნება მონუმენტური ხატწერის ძველ ტექნიკასთან.
კულევითი და საპროექტო მასალების მომზადება, დამკვეთთან შეთანხმება;  სარესტავრაციო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება.
დასკვნის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
მონუმენტური ხატწერის სარესტავრაციო - საკონსერავაციო სამუშაოთა საწყის ეტაპზე კვლევითი მონაცემების შეგროვებისას სწორი დასკვნის გაკეთების უნარი. რაც განსაზღვრავს სარესტავრაციო სამუშაოების წარმატებატებით ჩატარებას.
 
კომუნიკაციის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
მონუმენტური ხატწერის ნიმუშებზე წერილობითი და ფოტო-ვიდეო მასალების შეგროვება - ანალიზი და შედეგის შერჩეული რესტავრატორთა ჯგუფისათვის გაცნობა,
ერთიანი გეგმის შემუშავება და საპრეზენტაციოდ წარდგენა.
ტექნიკურ-ეკონომიური ანგარიშების მომზადება და დასაბუთება.
სწავლის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
სწავლის პროცესში შეძენილი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების სისტემატიზაცია;
პირადი ელექტრონული არქივის და ბიბლიოთეკის შექმნა;
სარეკომენდაციო წერილის, პროფესიონალური გამოცდილების და სხვ.ჩამოყალიბება.
სწავლის გაგრძელება შემდეგ საფეხურზე.
ღირებულებები
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
პროფესიული დონისა და უნარ-ჩვევების ასამაღლებლად ყოველდღიური ცოდნის გაღრმავება.
კომფერენციებში, კონკურსებში, გამოფენებში, სემინარებში და სხვ.მონაწილეობა.

კურიკულუმი