ქრისტიანული ფსიქოლოგია

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: ქრისტიანული ფსიქოლოგია
 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია: ქრისტიანული ფსიქოლოგიის ბაკალავრი
 
პროგრამის მიზანი:
 
პროგრამის მიზანია სტუდენტი მოამზადოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იმგვარად, რომ მან შეძლოს უპასუხოს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს, შეძლოს კვალიფიციური დახმარება გაუწიოს ქრისტიანული ეკლესიის მრევლს, მართლმადიდებლურ სკოლებსა და გიმნაზიებს. ამასთან, განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები. შეისწავლოს და პრაქტიკაში გამოიყენოს პიროვნების კვლევისა და მისი ქცევის მოდიფიკაციის მეთოდები, განიხილოს ისინი მართლმადიდებლურ ჭრილში და მოარგოს ისინი ქრისტიანული ანთროპოლოგიის პრინციპებს.
სწავლის შედეგები:
 
ცოდნა და გაცნობიერება
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
  • აითვისონ ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების თეორიული საფუძვლები;
  • გააცნობიერონ მართლმადიდებლური ფსიქოლოგიის როლი და სპეციფიკა;
  • აითვისონ თანამედროვე ფსიქოლოგიური მიმდინარეობები, რომლებიც შეისწავლიან შემეცნებით პროცესებსა და ქცევის სტრუქტურას, მათ საფუძვლად მდებარე პროცესებსა და ქცევის სტრუქტურას, მათ საფუძვლად მდებარე პროცესებსა და ფსიქოლოგიურ მექანიზმებს   განიხილავს მართლმადიდებლური კუთხით;
  • შეიძინონ ქრისტიანულ ფსიქოლოგიასა და ანთროპოლოგიაში დაგროვილი ცოდნა და გააცნობიერონ მათი ძირითადი პოსტულატები
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
  • თეორიული ფსიქოლოგიური საკითხების პრაქტიკაში გამოყენება;
  • მცირე მასშტაბის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;
  • გააანალიზონ პიროვნების ქცევის თავისებურებები განსხვავებულ სიტუაციებში;
  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა ფსიქოლოგიური პრობლემების შეფასება, კონსულტირება;
  • ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში დაკავშირებული პერსონალის შერჩევასა და მართვის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
  • სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარება;
  • მოძღვართან თანამშრომლობა მრევლის წევრთა ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარების მიზნით, ფსიქოლოგიური კონსულტირება.
  • დასკვნის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
  • პროფესიული ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზება;
  • ლოგიკური მსჯელობა, დისკუსიებსა და დიალოგებში მონაწილეობა;
  • ანალიზისა და სინთეზის კოგნიტური უნარების რეალიზება;
  • ცოდნისა და გააზრების საფუძველზე გამოტანილი დასკვნების ლოგიკურად დასაბუთება და საჯაროდ აუდიტორიის წინაშე წარდგენა.
  • კომუნიკაციის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
  • კოლეგებისა და არასპეციალისტებისათვის ცოდნისა თუ კვლევის შედეგების ლოგიკურად, გასაგებად და თანმიმდევრულად გადაცემა;
  • სპეციალისტთა ჯგუფში მუშაობა, თანამშრომლობა, პასუხისმგებლობის გონივრული წილის აღება და გადანაწილება;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
  • სწავლის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
  • საკუთარი სწავლის პროცესის მენეჯმენტი, პროფესიულ თვითგანვითარებაზე მიმართული აქტივობების განხორციელება;
  • პირადი სასწავლო დროისა და სასწავლო რესურსების მართვა;
  • სწავლის პროცესისა და შედეგის თვითშეფასება, შემდგომი საჭიროებების განსაზღვრა;
  • სასწავლო ლიტერატურასთან დამოუკიდებელი მუშაობა;
  • თვითმოტივირება, სწავლისადმი მზაობა, არჩევანის გაკეთება პირადი ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით;
  • ახალ, უცნობ ინფორმაციაში ორიენტირება, მასალის ორგანიზება დასწავლისათვის.
  • ღირებულებები
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
  • პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა;
  • მულტიკულტურულ გარემოში ტოლერანტული თანაცხოვრება და პროფესიული საქმიანობის წარმართვა დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინების გარეშე;
  • კვლევებში მონაწილე ადამიანების მონაცემებისა და შედეგების ანონიმურობის შენარჩუნება;
  • ცდისპირთა ადვოკატირება (საჭირების მიხედვით);
  • სტიგმისა და სეგრეგაციის საპირისპიროდ ინტერგირებისა და ინკლუზიის პრინციპების გატარება;
  • შედეგების კეთილსინდისიერად და ხელმისაწვდომად წარმოჩენა

ქრისტინული ფსიქოლოგია