ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის
 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია: ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი
 
საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელები: რუსუდან ვაშალომიძე
 
პროგრამის მიზანი:
 
ქრისტიანული ხელოვნბათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სასულიერო აკადემია–სემინარიაში უკვე არსებული ტრადიციისა და გამოცდილების საფუძველზე, ინტერდისციპლინარული მეთოდის გამოყენებით, თეოლოგიური ცოდნის საფუძველზე , ქრისტიანული ხელოვნების აქცენტირებული სწავლებით გაზარდოს ქრისტიანული ხელონების ცპეციალისტები. ამ მიზნისათვის თავისი დარგის მოწინავე სპეციალისტების გამოყენება, სწავლების მრავალფეროვანი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების შეთავსება სტუდენტს მისცემს საფუძვლიან ცოდნას თეოლოგიასა და ძველი და თანამედროვე ხელოვნების ძირითად დარგებში; შეუქმნის ცოდნის შესაბამის ბაზას საღვთისმეტყველო და სახვითი ხელოვნების დარგების ისტორიისა და თეორიის შესწავლაში; ნათლად დაანახებს საღვთისმეტყველო შინაარსის მნიშვნელობას შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების მხატვრული „ენის“ ჩამოყალიბების საქმეში. გამოკვეთს ქართული ხელოვნების განვითარების გზას და თავისებურებებს მსოფლიო ხელოვნების ქრონოლოგიურ–რეგიონალურ სურათში; მოახდენს ვიწრო სპეციალიზაციის საგნების სწავლებას ზოგადი შეცნობის საუძველზე.

სწავლის შედეგები:
 
ცოდნა და გაცნობიერება
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
მიიღონ საბაზისო ცოდნა როგორც ღვთისმეტყველებაში ასევე შუა საუკუნეების ქართულ და მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ძირითადი დარგების განვითარების და თავისებურებების შესახებ.განუვითარდებათ შუა საუკუნეების ხელოვნების მხატვრულ ფორმაში ჩადებული და განსხეულებული საღვთისმეტყველო შინაარსის და მისი გამოსახვის თავისებური მხატვრული „ენის“ სიღრმისეული გააზრებისა. დაინახონ ქართული ქრისტიანული ხელოვნების იკონოგრაფიის და მხატვრული საშუალებების მსგავსება და განსხვავება სხვა ქრისტიანული ქვეყნების ხელოვნებათა  შორის. შეძლებენ ცალკეული ნაწარმოების დანახვასა და შეფასებას ფართო კულტურულ კონტექსტში.
 
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
 
კურსდამთავრებულებს ექნებათ:
 
როგორც შუა საუკუნეების ,ასევე თანამედროვე ქართული ქრისტიანული ხელოვნების სფეროში გარკვევის უნარი; საკითხის ანალიზის უნარი, როგორც რელიგიური ასევე სახელოვნებო მონაცემების კონტექსტში ; მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი; სამეცნიერო კვლევის, პრაქტიკული საქმიანობის უნარი შესაბამისი მითითებების საფძველზე.
დასკვნის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
როგორც არქიტექტურის ასევე ქრისტიანული ხელოვნების შესაბამის დარგში, მასალის მოძიების უნარი, მონაცემების შეგროვების, მათი ანალიზის უნარი – შესაბამისი მრავალმხრივი მეთოდების გამოყენებით, როგორც სახელოვნებათმცოდნეო, ასევე საღვთისმეტყველო და ისტორიული კონტექსტის გააზრებით და ყოველივე ამის გამოყენებით შესძლებენ შესაბამისი დასკვნის ჩამოყალიბებას.
კომუნიკაციის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
ანალიტიკურ უნართან (იდეების, პრობლემების, მათი გადაჭრის გზების ჩამოყალიბებასთან) ერთად, შესძლებენ ამ ინფორმაციის წერილობით და ზეპირად გადმოცემას – შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. ექნებათ საჯარო განხილვებში მონაწილეობის, საკუთარი პოზიციის დაცვის და დებატების უნარი.
სწავლის უნარი
 
კურსდამთავრებულებს ექნებათ:
 
სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი; დარგში მიმდინარე ყოველგვარი სიახლეების თვალყურის მიდევნების და გამოყენების უნარი.სწავლის პროცესის სტრატეგიული დაგეგმვის უნარი; შესრულებული სამუშაოს შეფასების და განზოგადების უნარი.
ღირებულებები
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
ღირებულებებისადმი თავისი და სხვათა დამოკიდებულებების შეფასება; მათ ფორმირებაში და დამკვიდრებაში მონაწილეობის მიღება; ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე დამკვიდრებული ღირებულებების – ტოლერანტობის, სხვათა პატივისცემის, პატიოსნების, პასუხისმგებლობის, შემწყნარებლობის  პრინციპების დაცვა.

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა