ხატწერა

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: ხატწერა
 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია: ხატწერის ბაკალავრი
 
პროგრამის მიზანი:
 
სტუდენტმა  მოახდინოს სასწავლო რესურსების მობილიზაცია.
გაეცნოს ხატწერის  საჭირო უნარებს.
დაეუფლოს ხატწერის  ნიმუშების  შესრულებისათვის საჭირო  თეორიულ ცოდნასა  და პრაქტიკულ ჩვევებს.
პროგრამის  შედგენისას  გათვალისწინებულია მაქსიმალურად ყველა ის ასპექტი, რაც სტუდენტს მისცემს მაქსიმალურ ცოდნას თეოლოგიის შემადგენელ  ზემოთ აღნიშნულ დისციპლინის  ირგვლივ.
 
სწავლის შედეგები:
 
ცოდნა და გაცნობიერება
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
ხატწერის მარტივი ნიმუშების შესრულება.     რომელიც დაფუძნებული იქნება  თეორიულ ცოდნაზე, მასალების ქიმიურ-ტექნოლოგიური თვისებებისა და მის პრაქტიკული გამოყენების უნარზე.
თეოლოგიური ცოდნის და ხატწერა  საფუძვლების  გაცნობიერება.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
ხატწერის მარტივი ფორმების შექმნაში გამოიყენონ  ქართული ხატწერისათვის დამახასიათებელი დეტალები. ასევე შეეძლებათ მუშაობისას  თანამედროვე  მასალებსა და ტექნოლოგიებს  შერჩვა ისე, რომ  იგი  თავსებადი იყოს   ხატწერის ძველ  ტექნიკასთან.
 
დასკვნის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
სამუშაოთა საწყის ეტაპზე ხატწერის ნიმუშების  შექმნაში,  ნიმუშების  სწორად შერჩევა.
მიღებული ცოდნის საფუძველზე ხატწერაში გამოსაყენებელი ნიმუშების სწორად შერჩეული ნიმუშების დასაბუთება.
კომუნიკაციის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
ხატწერის ნიმუშებზე წერილობითი და ფოტო-ვიდეო მასალების შეგროვება - ანალიზი და  შედეგის პრაქტიკაში გამოყენება.
ხატწერის ნიმუშისთვის ესკიზის მომზადება და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით მათი მომზადება საპრეზენტაციოდ.
სწავლის უნარი
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
სწავლის პროცესში შეძენილი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების სისტემატიზაცია;
პირადი ელექტრონული არქივის და ბიბლიოთეკის შექმნა;
სარეკომენდაციო წერილის, პროფესიონალური გამოცდილების და სხვ.ჩამოყალიბება.
სწავლის გაგრძელება შემდეგ საფეხურზე.
ღირებულებები
 
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
პროფესიული დონისა და უნარ-ჩვევების ასამაღლებლად ყოველდღიური ცოდნის გაღრმავება.
კომფერენციებში, კონკურსებში, გამოფენებში, სემინარებში და სხვ.მონაწილეობა.


კურიკულუმი