მიმდინარე კონკურსი:
კონკურსი თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აკადემიური პერსონალისთვის
ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში (პოლონეთი) ერასმუს+
პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 20/08/2023 - 20/09/2023
ცხადდება კონკურსი თსას-ის აკადემიური პერსონალისთვის ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში (პოლონეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: თსას-ის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მინიჭებული აქვს თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი და ფლობს ინგლისურ, რუსულ ან/და პოლონურ ენას.
მობილობის პერიოდი: 2023 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარი.
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია)
2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია)
3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
- CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: შრიფტი - Times New Roman, შრიფტის ზომა - 12, სტრიქონებს შორის დაცილება – 1.0, ველები - 2 სმ.;
- რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (თსას-ის ელ-ფოსტაზე: tsas@academia.edu.ge რეკომენდატორმა (თქვენი კათედრის გამგემ) უნდა გამოგზავნოს რეკომენდაცია);
- შევსებული სამუშაო გეგმა ინგლისურ ენაზე (მხოლოდ აკადემიური პერსონალისთვის! სავალდებულოა, 8 საათიანი სალექციო დატვირთვა კვირაში; თსას-ის შესაბამისი კათედრის გამგის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული) (იხ. დანართი);
გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გადმოაგზავნოს თსას-ის ელ-ფოსტაზე: tsas@academia.edu.ge მიმდინარე წლის 20 სექტემბრის 15:00 საათამდე!
დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ა) ელექტრონული რეგისტრაცია ელ-ფოსტაზე: tsas@academia.edu.ge
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ tsas@academia.edu.ge:
- არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (20 სექტემბრის 15:00 საათი) გასვლის შემდეგ;
- არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
- სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
- სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი ელ.ფოსტაზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
- გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს.