აბიტურიენტებისთვის


თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელ, სამოციქულო ეკლესიასთან არსებულ სასწავლო და სამეცნიერო საღვთისმეტყველო ცენტრს.
თბილისის საულიერო აკადემია და სემინარია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სადაც სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა მოქმედებს:

 
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ბაკალავრიატის საფეხურის ყველა სპეციალობაზე მისაღებ გამოცდებზე დაიშვება მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის - მფლობელი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილ მოთხოვნებს. სწავლის ხანგრძლივობა ოთხი წელია.
 
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარდება მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა, შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი);
საქართველოს ისტორია (ზეპირი);
უცხო ენა (ტესტირება).

ის აბიტურიენტები, რომლებიც სპეციალობად აირჩევენ ხატწერას, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციას ან საეკლესიო არქიტექტურას (ხუროთმოძღვრებას), გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საგნებისა, დამატებით ჩააბარებენ გამოცდას ხატვაში. (მოცემულობა: თაბაშირის ორნამენტი. მასალა: სახატავი ფორმატის ქაღალდი, ფანქარი. ქაღალდის ზომები: მეოთხედი ფორმატი 43/30.)
 
ყველა საგანში უმაღლესი საგამოცდო ქულაა 100, მინიმალური დადებითი ქულა - 51.
 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე მამაკაცები. სწავლის ხანგრძლივობა სამი წელია.
 
მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა (წერა);
წმინდა წერილი (ზეპირი);
საქართველოს ისტორია (ზეპირი);
ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი);
უცხო ენა (ტესტირება).
 
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოწოდებულია მოამზადოს საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის საჭირო სასულიერო და სამეცნიერო კადრები. თბილისის აკადემიისა და სემინარიის სტუდენტი შეიძლება გახდეს ეკლესიურად მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მისაღებ გამოცდებს.