სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავი მსახურება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში

28 ივნისს სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავად თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მამა გიორგისთან თანამსახურებდნენ სემინარიის სტუდენტები: მღვდელ-მონაზონი აბელი (ბოგვერაძე), მღვდელი გიორგი მხატვრიშვილი, მღვდელი გიორგი ბუკნიაშვილი, მღვდელ-მონაზონი რაფაელი (ჩაჩანიძე) და მღვდელი თეოდორე რუბაშვილი. გალობდა სემინარიის გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ სემინარიის ფაკულტეტის დეკანისა და სტუდენტების ერთობლივი წირვა წელს უკვე მეორედ აღევლინა და მათი სურვილია, რომ ეს ტრადიციად დამკვიდრდეს. ამ მსახურებით სასულიერო სემინარიის დეკანი და სტუდენტები მადლობას უძღვნიან ღმერთს გასული სასწავლო წლისათვის და წყალობას სთხოვენ სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი კურსდამთავრებულებთან დამშვიდობებაა. ფაკულტეტის დეკანი და სტუდენტები ცხოვრების გზას ულოცავენ კურსდამთავრებულებს და იმედოვნებენ, რომ ისინი მედგრად და შეუპოვრად ჩადგებიან ეკლესიის სამსახურში.
მსახურების შემდეგ გაიმართა ერთობლივი ტრაპეზი, სადაც ასევე ისმოდა ქართული გალობა და ქართული ხალხური სიმღერები.  
alt alt
alt alt
alt
 
30.06.2025

FaceBook გვერდი