გასვლითი ლექცია-სემინარი ნეკრესში

 
22 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები გასვლით ლექცია-სემინარზე იმყოფებოდნენ ნეკრესში. მათ ახლდნენ ფაკულტეტის დეკანი, ღვთისმეტყველების დოქტორი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ირაკლი თეზელაშვილი, ფაკულტეტის პედაგოგები: რუსუდან ვაშალომიძე, ნელი ჩაკვეტაძე, გიორგი ესართია. 
პედაგოგებმა სტუდენტებს ადგილზე გააცნეს ძეგლის ისტორია, არქიტექტურა და კედლის მხატვრობა. ძეგლის გაცნობის შემდეგ ტაძარში სავედრებელი პარაკლისი და პანაშვიდი აღასრულა მამა გიორგი ვაშალომიძემ. მსახურებაზე გალობდა სასულიერო სემინარიის გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით.
alt alt alt
28.10.2026

FaceBook გვერდი