საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესი

2022 წლის 3-5 ოქტომბერს თბილისში გაიმართა  საერთაშორისო ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური კონგრესი. იგი მიეძღვნა სახელგანთქმული  მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების, აკადემიკოსების  -  თამაზ გამყრელიძისა და მარიამ ლორთქიფანიძის ხსოვნას. კონგრესის ორგანიზატორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი; თანამონაწილე ორგანიზაციები კი,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

 კონგრესზე წარმოდგენილი იყო თემატურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი მოხსენებები  და მოიცავდა ჰუმანიტარული მეცნიერებების  თითქმის ყველა დარგს.   საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესის მუშაობაში  მონაწილეობდნენ საქართველოსა  და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები.  კონგრესის გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონგრესის მუშაობა დალოცა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებიც.

კონგრესის პროგრამა იხილეთ ბმულზე.

წარმოდგენილი თეზისები იხილეთ ბმულზე.

06.10.2022

FaceBook გვერდი