საინფორმაციო შეხვედრა ჯანმრთელობის კვლევის კავშირში

4 ოქტომბერს, თბილისის სასლიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებისთვის, ჯანმრთელობის კვლევის კავშირში შეხვედრა გაიმართა. სემინარის მიმდინარეობისას მოხსენების ძირითადი თემა, მსოფლიოს წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, მსოფლიო პანდემია - COVID 19 და ტუბერკულიოზი იყო. აკადემია-სემინარიის სტუდენტებისთის ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განიხილა ყველა ის საკითხი, რომელიც კოვიდის მართვას, გავრცელების პრევენციას და პანდემიის გამომწვევ მიზეზებს შეეხო. შეხვედრაზე სტუდენტეის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი კოვიდ ვაქცინაციის საკითხებს დაეთმო. სემინარის შემდეგ COVID 19-სა და ტუბერკულიოზზე საუბარი კითხვა პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. აღნიშნული ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

05.10.2022

FaceBook გვერდი