კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში აკადემიური პერსონალისთვის

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიასა და ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიას შორის დაგეგმილია თანამშრომელთა გაცვლა 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის.
 

კონკრეტულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია 

თსას-ის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მინიჭებული აქვს თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი და ფლობს ინგლისურ, რუსულ ან/და პოლონურ ენას.

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიას. მობილობის ხანგრძლივობაა 5 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის) და მოიცავს 8 სალექციო საათს. 
 
რეგისტრაცია Erasmus+ გაცვლით პროგრამაზე

1. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საერთაშორისო სამმართველო აცხადებს რეგისტრაციას პარტნიორი სასწავლებლის - ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის მიერ შემოთავაზებულ აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად;
2. აპლიკანტი ავსებს განაცხადის ფორმას (იხილეთ დანართი);
დანართის ელექტრონული ფორმა მოიცავს Europass CV-სა  და სამუშაო გეგმის აღწერილობას, რომელიც უნდა გაიგზავნოს  თსას-ის ელ.ფოსტაზე  tsas@academia.edu.ge;
3. რეგისტრაციის ვადები: 10-30 ოქტომბერი 2021წ.
4. აპლიკანტის შერჩევა ითვალისწინებს თსას-ის შესაბამის კომისიასთან გასაუბრებას (19.11.21);
5. აპლიკანტები პირად ელ.ფოსტაზე მიიღებენ ინფორმაციას შესარჩევი კონკურსის შედეგების შესახებ;
6. კომისიის მიერ შეჩეული კანდიდატის ვინაობა გამოქვეყნდება თსას-ის ვებგვერდზე შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღებიდან მეოთხე დღეს;
7. შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 23 ნოემბერს.
 
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია

ინგლისურ ენაზე შედგენილი Europass CV;

საკონკურსო პროგრამა.
 
შეკითხვებზე საპასუხოდ მოგვმართეთ თსას-ის ელ-ფოსტაზე: tsas@academia.edu.ge
 
09.10.2021

FaceBook გვერდი