საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტურაში
ნებისმიერ პროგრამაზე შემსვლელმა აბიტურიენტებმა (2021
წლის
14
სექტემბრიდან
24
სექტემბრის ჩათვლით)
რეგისტრაციისთვის საბუთები უნდა წარმოადგინონ დისტანციურად:
· განცხადება რექტორის სახელზე;
· მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
· პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
· შესაბამის დარგში აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
· საკვლევი თემის დასახელება და დასაბუთება (შემდგომში სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული დასკვნა საკვლევი თემის აქტუალობის შესახებ წარედგინება სამეცნიერო საბჭოს);
· არსებობის შემთხვევაში - კვლევის მიმართულებიდან გამომდინარე - ნაშრომები (მატერიალური სახით);
· სულიერი მოძღვრის რეკომენდაცია;
· 2 ფოტოსურათი 3/4 დისკთან ერთად;
· არსებობის შემთხვევაში - უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება.
დოკუმენტაციის PDF - ფორმატი აბიტურიენტებმა უნდა გამოგზავნონ ელ.ფოსტაზე: Nugzar.samkharadze@academia.edu.ge
დარეგისტრირების შემთხვევაში (არაუგვიანეს 3 დღისა) აბიტურიენტებმა სასწავლებლისაგან უნდა მიიღონ საპასუხო ელექტრონული წერილი: „თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია“.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა : ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა:
1) შესაბამის დარგში აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
2) ფოტოსურათი 3X4 (2 ცალი) ელექტრონული ვერსიით;
3) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობა (არსებობის შემთხვევაში), რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება.
სასწავლებელში უნდა წარმოადგინოთ სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (მიუხედავად იმისა, რომ მათი PDF - ფორმატი გამოგზავნილი გექნებათ ელ.ფოსტაზე).
შეკითხვებზე საპასუხოდ დაგვიკავშირდით: 551 29 72 77; 551 20 22 04; 555 18 16 11.