აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ნებისმიერ პროგრამაზე შემსვლელ აბიტურიენტებს რეგისტრაციისთვის საბუთების წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ადგილზე (თსას-ის შენობაში), ასევე დისტანციურად.
 
ადგილზე რეგისტრაციის მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ:
  • თხოვნა რექტორის სახელზე;
  • ავტობიოგრაფია;
  • განათლების მოწმობის დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ფოტოსურათი 3X4 (4 ცალი) ელექტრონული ვერსიით;
  • მოძღვრის დახასიათება-რეკომენდაცია (მოძღვრის მისამართისა და ტელეფონის მითითებით), დამოწმებული შესაბამისი ეკლესიის ბეჭდით. თბილისის სასულიერო აკადემიასა (თეოლოგია, სამაგისტრო პროგრამა) და სემინარიაში (თეოლოგია, საბაკალავრო პროგრამა) შემსვლელთათვის მოძღვრის დახასიათება ეპისკოპოსის რეზოლუციით უნდა იყოს დამოწმებული;
  • პირადობის მოწმობის დედანი და ასლი.
  • ამონაბეჭდი ვებგვერდიდან (naec.ge) ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის ქულისა და საგამოცდო-საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით (საბაკალავრო პროგრამებზე შემსვლელთათვის ჩვენს მიერ დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 18 ქულა).
 
ზემოაღნიშნულის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში დოკუმენტაციის PDF - ფორმატი  აბიტურიენტებმა უნდა გამოგზავნონ ელ.ფოსტაზე: Nugzar.samkharadze@academia.edu.ge 
 
შეკითხვებზე საპასუხოდ დაგვიკავშირდით: 599 435 238.
 
დარეგისტრირების შემთხვევაში (არაუგვიანეს 3 დღისა) აბიტურიენტებმა სასწავლებლისაგან უნდა მიიღონ საპასუხო ელექტრონული წერილი: „თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია“.
 
შ ე ნ ი შ ვ ნ ა :  ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა: 
 
1) განათლების მოწმობის დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი
2) ფოტოსურათი 3X4 (4 ცალი) ელექტრონული ვერსიით
 
სასწავლებელში უნდა წარმოადგინოთ  სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (მიუხედავად იმისა, რომ მათი PDF - ფორმატი გამოგზავნილი გექნებათ ელ.ფოსტაზე). 
 
15.08.2021

FaceBook გვერდი