ცხადდება მიღება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე

 
ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2021-2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 
 
1. თეოლოგია (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა); 
2. ქრისტიანული ფსიქოლოგია (ბაკალავრიატი);
3. ქრიტიანული ხელოვნებათმცოდნეობა (ბაკალავრიატი);
4. ხატწერა (ბაკალავრიატი);
5. დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია (ბაკალავრიატი);
6. საეკლესიო არქიტექტურა (ბაკალავრიატი).
 
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ბაკალავრიატის საფეხურის ყველა სპეციალობაზე მისაღებ გამოცდებზე დაიშვება მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის - მფლობელი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილ მოთხოვნებს. თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან მხოლოდ მამაკაცები, დანარჩენ პროგრამებზე - როგორც მამაკაცები, ისე ქალები. სწავლის ხანგრძლივობა ოთხი წელია.
 
ბაკალავრიატის საფეხურისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარდება მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა, შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
 
ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი);
საქართველოს ისტორია (ზეპირი);
უცხო ენა (ტესტირება).
 
ის აბიტურიენტები, რომლებიც სპეციალობად აირჩევენ ხატწერას, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციას ან საეკლესიო არქიტექტურას (ხუროთმოძღვრებას), გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საგნებისა, დამატებით ჩააბარებენ გამოცდას ხატვაში (მოცემულობა: თაბაშირის ორნამენტი. მასალა: სახატავი ფორმატის ქაღალდი, ფანქარი. ქაღალდის ზომები: მეოთხედი ფორმატი 43/30).
 
 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე მამაკაცები. სწავლის ხანგრძლივობა სამი წელია.
 
მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
 
ქართული ენა და ლიტერატურა (წერა);
წმინდა წერილი (ზეპირი);
საქართველოს ისტორია (ზეპირი);
ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი);
უცხო ენა (ტესტირება).
 
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ნებისმიერ პროგრამაზე შემსვლელმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ:
 
თხოვნა რექტორის სახელზე;
 
ავტობიოგრაფია;
 
განათლების მოწმობის დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
 
ფოტოსურათი 3X4 (4 ცალი) ელექტრონული ვერსიით;
 
მოძღვრის დახასიათება-რეკომენდაცია (მოძღვრის მისამართისა და ტელეფონის მითითებით), დამოწმებული შესაბამისი ეკლესიის ბეჭდით. თბილისის სასულიერო აკადემიასა (თეოლოგია, სამაგისტრო პროგრამა) და სემინარიაში (თეოლოგია, საბაკალავრო პროგრამა) შემსვლელთათვის მოძღვრის დახასიათება ეპისკოპოსის რეზოლუციით უნდა იყოს დამოწმებული;
 
პირადობის მოწმობის დედანი და ასლი.
 
ამონაბეჭდი ვებგვერდიდან (naec.ge) ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის ქულისა და საგამოცდო-საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით (საბაკალავრო პროგრამებზე შემსვლელთათვის).
 
 
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოწოდებულია მოამზადოს საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის საჭირო სასულიერო და სამეცნიერო კადრები. თბილისის აკადემიისა და სემინარიის სტუდენტი შეიძლება გახდეს ეკლესიურად მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მისაღებ გამოცდებს.
 
 
საბუთების მიღება - 11 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით, 10-15 საათამდე.
 
მისაღები გამოცდები - 31 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
 
მისამართი: თბილისი, სიონის ქ. 13/40.  
ვებგვერდი: www.tsas.ge
ტელ.: 2 99 57 80.
ელ. ფოსტა: tsas@academia.edu.ge
04.08.2021

FaceBook გვერდი