მიმდინარე წლის 1 აპრილს, ბიბლეისტიკის კათედრის ორგანიზებით,
ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ყოველკვირეული სემინარი, რომელზეც
მოხსენებით წარდგა სასულიერო სემინარის I კურსის სტუდენტი - ნიკოლოზ
გოგოლაძე. მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: „იესო ქრისტეს გამოცდა
უდაბნოში (მთ. 4.1-11/მრკ. 1.12-13/ლკ. 4.1-14 მონაკვეთების ძირითადი
განმარტებანი)“ (ხელმძღვანელი: დეკანოზი გიორგი გუგუშვილი, თეოლოგიისა
და ისტორიის დოქტორი, პროფესორი).
სემინარს
უძღვებოდა ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი, ახალი აღთქმის პედაგოგი
- რევაზ მუჯირიშვილი.
სტუდენტმა მოიძია აღნიშნულ სახარებისეულ ეპიზოდებთან დაკავშირებული
ცალკეული განმარტებანი, საგულდაგულოდ დაამუშავა ისინი და
საინტერესოდ წარმოადგინა.
სემინარს
ესწრებოდნენ: სასულიერო სემინარიის პედაგოგები და სტუდენტები.
მომხსენებელმა დასმულ კითხვებს დამაჯერებლად უპასუხა

