ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტმა თბილისელ მოსწავლეებს უმასპინძლა

ამა წლის 21 ოქტომბერს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დედაქალაქის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამაზე, სააუდიტორიო  და გასვლით აქტივობებზე მოსწავლეებს ესაუბრნენ ფაკულტეტის დეკანი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე,  ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის პედაგოგი რუსუდან ვაშალომიძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო საბჭოს მდივანი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ფოტინე გუნია. ითქვა, რომ დაგეგმილია არსებული პროგრამის განახლება, საეკლესიო ტურიზმის მიმართულების დამატება.  

მოსწავლეებმა მოინახულეს ხატწერისა და ნაქარგობის სახელოსნოები, დაათვალიერეს სტუდენტების ნამუშევრები. სასწავლებელმა მათ შესთავაზა სახელოვნებო გამოფენის მოწყობა, რომელზეც თავად წარმოადგენენ ნამუშევრებს. შეხვედრამ მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია; მათ მომავალი თანამშრომლობისთვის სურვილი გამოთქვეს.  
alt alt

 

26.10.2026

FaceBook გვერდი