საჯარო ლექცია

ამა წლის 11 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „დიდი მარხვის პერიოდის მსახურებათა მნიშვნელობა ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების ჭრილში“. მომხსენებელი გახლდათ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია.
მოხსენების ფარგლებში მამა ბიძინამ განიხილა ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულებასთან დაკავშირებული რამდენიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხი, კერძოდ: სიცოცხლის საზრისის მართლმადიდებლური გააზრება; საზოგადო და პირადი ლოცვის მნიშვნელობა; დროისა და სივრცის მოდელირების მართლმადიდებლური კონცეფცია; საღვთისმსახურო ქმედებათა სულიერი მნიშვნელობა; ჰიმნოგრაფიული ტექსტების საღვთისმეტყველო ანალიზი; ღვთისმსახურებაში მონაწილეობით მორწმუნეთათვის მოსალოდნელი შედეგები.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
alt
11.03.2026

FaceBook გვერდი