სამუშაო სემინარი

ბიბლეისტიკის კათედრის ორგანიზებით, გრძელდება შემეცნებითი ხასიათის ყოველკვირეული სემინარები. დღეს, 18 ნოემბერს, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა მირანდა ჭიაბერაშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „მთავარდიაკონ სტეფანეს მოწამებრივი აღსასრული და მისი ეგზეგეზისი“ (ხელმძღვანელი: გიორგი თოდუა, ახალი აღთქმის პედაგოგი).
აღნიშვნის ღირსია სტუდენტის მხრიდან გამოჩენილი გულმოდგინება თემის დამუშავებისა და განმარტებითი ლიტერატურის მოძიების მხრივ - იგი, წმინდა წერილის უწყების საფუძველზე (საქ. 7.51-60), ზედმიწევნით შეეხო მთავარდიაკონ სტეფანეს ქადაგების ძირითად ასპექტებს, სიკვდილით მისი დასჯის მიზეზს, მოწამეობის ჟამს იესო ქრისტეს გამოცხადებას და მის სულიერ მნიშვნელობას.
სემინარს ესწრებოდნენ: ბიბლეისტიკის კათედრის გამგე, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი; ბიბლეისტიკის კათედრის წევრები და სტუდენტები.
მომხსენებელმა დასმულ კითხვებს დამაჯერებლად უპასუხა.
18.11.2024

FaceBook გვერდი