აღსანიშნავია, რომ გოგოლაძე 2019 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდის წევრია, 2023 წლიდან კი ჩართულია ქართული ტრადიციული სასულე საკრავების შესწავლასა და კვლევაში, განსაკუთრებით ძველი და მივიწყებული საკრავების, ლარჭემ-სოინრისა და უენო სალამურის. კვლევა მოიცავს საკრავების ისტორიას, მოწყობას, ტექნიკურ მახასიათებლებს, ჟღერადობასა და ტრადიციულ პრაქტიკას. კვლევითი მასალები ქვეყნდება YouTube არხზე. ახალგაზრდა მკვლევარი ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერით აგროვებს და იკვლევს საკრავებთან დაკავშირებულ საარქივო აუდიო, ვიდეო, ფოტო და ტექსტობრივ მასალებს.
2015 წლიდან გოგოლაძე აქტიურად მუშაობს პროგრამირების სფეროში.
შექმნილი აქვს არაერთი საავტორო Android აპლიკაცია, მათ შორის
„საეკლესიო კალენდარი“, „ქართული გალობა“, „გულანი“, „ფოლკ მემო“,
„დიდი სჯულის კანონი“ და სხვა.
მოხსენებაში მან დეტალურად ისაუბრა ქართული საეკლესიო გალობისა
და მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის ციფრული
პლატფორმების შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობაზე და წარმოადგინა
პლატფორმები sjuli.ge და galobani.ge. მომხსენებლის თქმით,
აპლიკაციების ბაზაზე შექმნილი ციფრული პლატფორმები აერთიანებს როგორც
პრაქტიკულ და საგანმანათლებლო მასალებს, ისე გალობის შესასწავლად
საჭირო ციფრულ ფუნქციებს.
შეხვედრას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


