დღეს, 19 ივნისს, 12 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და
სემინარიაში გაიმართა აკადემიის მგალობელთა გუნდის სემესტრული
საანგარიშო კონცერტი. გუნდს, რომელშიც სასულიერო აკადემიის ათი
სტუდენტი გალობს, ხელმძღვანელობს ლექსო გრემელაშვილი.
კონცერტს დაესწრნენ სემინარია-აკადემიის სტუდენტები და
პედაგოგები. შესრულდა გელათის სამონასტრო-სამგალობლო სკოლის,
ქართლ-კახური და შემოქმედის სამონასტრო სკოლის საგალობლები.