სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული დასრულდა

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დასრულდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული. დღეს, 15 დეკემბერს, სტუდენტებმა აუდიტორიის წინაშე წარადგინეს საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) კათედრის პედაგოგის, ნანა აბრამიასა და ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის პედაგოგის, ფილოსოფიის დოქტორის, ელენე შუბლაძის ხელმძღვანელობით მომზადებული თემები.
დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ - საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) კათედრის ხელმძღვანელი დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი მაქსიმე ჭანტურია, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში მოღვაწე სასულიერო პირები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
იხ. დღევანდელი დღის პროგრამა.
საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) კათედრა
თემა - საეკლესიო ხუროთმოძღვრების პროექტირება - მშენებლობაში სტუდენტთა ჩართულობა
ხელმძღვანელი - ნანა აბრამია, არქიტექტურის მაგისტრი
მომხსენებელი - იოანე ლორთქიფანიძე (III კურსი)
პრეზენტაციების ვიზუალური მასალით უზრუნველყოფა - გიორგი ჭყოიძე (IIIკურსი)

ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრა
ძველი ბერძნული ფილოსოფია და ქრისტიანობა
ხელმძღვანელი - ფილოსოფიის დოქტორი ელენე შუბლაძე
სამუშაო ჯგუფის მოდერატორი - ირაკლი ესებუა
მომხსენებლები აკადემიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები:
1. დიაკონი გენადი ტლაშაძე
2. პავლე ტაბატაძე
3. ჯუმბერ თომაძე
4. საბა ბურდილაძე
5. ირაკლი ესებუა
15.12.2023

FaceBook გვერდი