სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატის ინიციატივითა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით 2023 წლის 11, 12, 14,15 დეკემბერს სასწავლებელში გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული. გაცნობებთ, რომ ორშაბათს, 11 დეკემბერს, 11 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საზეიმოდ გაიხსნება პატრიარქის დღეებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული.
სტუდენტთა სამეცნიერო კვირეულის პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგის, პროფესორ ლელა ხაჩიძის ხელმძღვანელობით აკადემიისა და სემინარიის ფაკულტეტების სტუდენტთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები თემაზე - ათონი და წინაათონური საეკლესიო პოეზია.

1.​წინაათონური საეკლესიო პოეზია სამუშაო ჯგუფის მოდერატორი - აკადემიის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი ირაკლი ესებუა. მომხსენებლები - სემინარიის ფაკულტეტის I და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტები:
1.​კახაბერ აბულიძე - „წმ. რომანოზ მელოდოსი და მისი შემოქმედება“
2.​გურამ წიწავა - „უძველესი იადგარი“ და მისი დიფერენციაცია“
3.​მამა ემანუელ კეკელია - „იოანე მინჩხი - X საუკუნის დიდი ქართველი ჰიმნოგრაფი”
4.​ლუკა ხვედელიძე - „დემეტრე-დამიანე და მისი „შენ ხარ ვენახი“
5. ირინე ჩუხტიაშვილი - წმ. ეფთვიმე ათონელის ღვაწლი (ხელმძღვანელი - ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი).

2.​ ათონი საღვთისმეტყველო-საგანმანათლებლო კერა მოდერატორი - აკადემიის კაკულტეტის II კურსის სტუდენტი ირაკლი ესებუა. მომხსენებლები - აკადემიის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტები:
1. ზურაბ გველესიანი - „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“ ჩართული „მოსაჴსენებელი“
2. გიორგი ტორჩინავა - წმ. იოანე - თორნიკე წმ. გიორგი მთაწმიდელის თხზულებისა და „ივირონის აქტების“ მიხედვით
3. ამირან ხვედელიძე - წმ. გიორგი მთაწმიდელის პოლემიკა ანტიოქიის პატრიარქთან
4. გიორგი გვანცელაძე - ათონის ტიპიკონის შესახებ
5. ირაკლი ესებუა - წმ. ეფთვიმე ათონელისადმი მიძღვნილი საგალობლები გაბრიელ მდინარაძე (სემინარიის I კურსი) - წარმოდგენილი პრეზენტაციების ვიზუალური მასალით უზრუნველყოფა.
10.12.2023

FaceBook გვერდი