ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული სემინარი

ა/წ 7, 11 და 17 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით  სამდღიანი სემინარი ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ სემინარების ციკლი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21-ე საუკუნ ერთობლივი პროექტია. პროექტის ფარგლებში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა და საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრები დაიგეგმა.
სემინარის მუშაობა გახსნეს ბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირინა ბარნაბიშვილი.  
 
სამდღიანი სემინარის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ხამაშურიძემ და ამავე უწყების სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის არსებობის  საკითხებისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის  მოსაპოვებლად საჭირო ქმედებების ანალიზს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ ისაუბრეს ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და არსებულ გამოწვევებზე.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო-საეკლესიო სისტემები, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული  ურთიერთობების, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიის არსებული მოდელების შესახებ იმსჯელა კავშირ  „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ.
 სემინარი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ პროექტის - „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა“ - ფარგლებში და განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთობლიობით.
შეხვედრამ თბილ, მეგობრულ ვითარებაში  ჩაიარა.  გაიმართა საინტერესო დისკუსია.
17.10.2022

FaceBook გვერდი