დღეს, 25 მარტს, თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სასწავლებლის პედაგოგის - ირაკლი
ორჟონიას შეხვედრა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური
სკოლის მოსწავლეებთან. საუბრის თემა - ბიბლიური სწავლება სამყაროს
შექმნის შესახებ - სურვილისამებრ, მოსწავლეებმა შეარჩიეს. ირაკლი
ორჟონიამ აღნიშნული საკითხი  განიხილა საეკლესიო და სამეცნიერო
ლიტერატურაში არსებული  შეხედულებების საფუძველზე,  წმ.
მამათა ეგზეგეტიკის, ბიბლიური არქეოლოგიის, ტექსტოლოგიური კვლევებისა
და ისტორიულ-კულტურული მონაცემების გათვალისწინებით. მოხსენებამ
დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, დაისვა მრავალი
შეკითხვა, გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები. გიმნაზიის პედაგოგებისა
და მოსწავლეების სურვილისამებრ, მსგავსი ფორმატის შეხვედრები
მომავალშიც განხორციელდება.
        
                 
		 
		 
		 
		
 
                     
                             
                            