შეხვედრა თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებთან

დღეს, 15 ნოემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიისა  და სემინარიის თანამშრომლები თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახ. სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს შეხვდნენ. სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა ეკატერინე ფავლენიშვილმა მოსწავლეებს გააცნო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოკლე ისტორია, თანამედროვე მიღწევები და სამომავლო გეგმები, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი მეტრეველმა კი - ერასმუსის პროგრამაში სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ჩართულობა და აუდიტორიას წარუდგინა უცხოეთის იმ სასწავლებელთა ჩამონათვალი, რომლებშიც ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებს გაცვლითი პროგრამით სწავლის საშუალება აქვთ. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი თეა ბეჟუაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა, როგორც საკუთარი ფაკულტეტის, ასევე ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისა და ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ფაკულტეტებისა და მათი მიღწევების შესახებ.
15.11.2021

FaceBook გვერდი