CIU-ში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა

2021 წლის 10 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რელიგიური არასახელმწიფოებრივი აქტორების როლი საერთაშორისო ურთიერთობათა პროცესში: ცივილიზაციათა შეჯახების რეალიები გეოპოლიტიკური ტრანზიციის პირობებში“ და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ვახტანგ მაისაია, ოფიციალური რეცენზენტები კი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ლიანა მელიქიშვილი და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თამარ კიკნაძე. 
დაცვის კოლეგიას ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. 
დისერტაციის დაცვას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლები და სტუდენტები ულოცავენ მამა გიორგის ამ წარმატებას და უსურვებენ მუდმივ წინსვლას სულიერ თუ ინტელექტუალურ სარბიელზე!
 
12.11.2021

FaceBook გვერდი