ღვაწლმოსილი მეცნიერის დაჯილდოება

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორს, ზურაბ ჭუმბურიძეს, საპატიო ჯილდო გადაეცა.  

11 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის განყოფილების მეცნიერებს უმასპინძლა. ამ ღონისძიებაზე ქართველური ენების შესწავლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე დაჯილდოვდა წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიით  - მას გადაეცა ტიხრული მინანქრის ტექნიკით დაწერილი ხატი. ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიასთან“ არსებული საერთაშორისო საბჭო ამ პრემიას ორ წელიწადში ერთხელ გადასცემს მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური ნაშრომების ავტორებს - ქართველ თუ უცხოელ მეცნიერებს. 

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გულითადად ულოცავს ღვაწლმოსილ მეცნიერს  საპატიო ჯილდოს! 
12.09.2021

მსგავსი სიახლეები

FaceBook გვერდი