სასულიერო აკადემიის დოქტორანტის წარმატება

ამა წლის 19-20 თებერვალს მოსკოვში, წმ. ფილარეტის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, ჩატარდა 27-ე სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთვრებული, პატროლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო მიმართულების III კურსის დოქტორანტი მღვდელი იოანე ბონდარენკო თემით „წმინდა იოანე სინელის სწავლება საღვთო სახელთა შესახებ“.
აღნიშნულმა მოხსენებამ სექციაში „ღვთისმეტყველება და ფილოსოფია“ 8 მომხსენებელს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
 
06.03.2021

FaceBook გვერდი