თქვენო უწმინდესობავ და
უნეტარესობავ, თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენო
აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პატივცემულო წევრებო,
წარჩინებულო პროფესორ-მასწავლებლებო და ძვირფასო სტუმრებო,
ჩემთვის, როგორც დიპლომატიური
კორპუსის დუაიენისთვის, როგორც წმინდა საყდრის დესპანისთვის, ძალიან
დიდი პატივია დღეს ამ ღონისძიებაზე ვიმყოფებოდე. როგორც წმინდა
საყდრის დესპანმა, მინდა გადმოგცეთ თქვენი ძმის, მისი უწმინდესობის,
რომის პაპ ფრანცისკეს მოკითხვა. როგორც დიპლომატიური კორპუსის
დუაიენმა მინდა გადმოგცეთ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური
კორპუსის წარმომადგენელთა პატივისცემა, მეგობრობა და თანადგომა მათი
მხრიდან.
თქვენო უწმინდესობავ და
უნეტარესობავ, მე არ მაქვს მომზადებული სიტყვა, ნება მომეცით ჩემი
გულის სათქმელი გადმოგცეთ. მე დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ვაფასებ
თქვენს განსაკუთრებულ მოღვაწეობას, რაც თქვენ გასწიეთ ეკლესიისა და
ხალხის წინაშე.
როდესაც თქვენ გადმოგეცემათ ეს
საპატიო წოდება საპატრიარქოს ამ შესანიშნავ ეზოში, ამ უძველესი
ზეთისხილის ხესთან, ეს არის აღიარება თქვენი განსაკუთრებული ღვაწლისა
და პატივისცემა თქვენი პიროვნებისა. ზეთისხილის ხე არის სიმბოლო
მშვიდობისა და ჰარმონიისა. თქვენ სწორედ ამას ცდილობთ, მშვიდობა და
ჰარმონია მოუტანოთ თქვენს ერს და მსოფლიოს. მე გისურვებთ ღვთის
შემწეობას, რომ იყოს ღვთის წყალობა თქვენზე ამ სამსახურში - რაც არის
ქართველი ერისა და საქართველოს სამსახური! დიდი, დიდი მადლობა!