22 მარტს თბილისის სასულიერო
აკადემიას და სემინარიაში შედგა შეხვედრა Erasmus+ ეროვნული
ოფისის კოორდინატორ ლიკა ღლონტთან. კოორდინატორმა ისაუბრა ერაზმუსის
პროგრამის აქტუალურ საკითხებზე, ევროკავშირის საგრანტო პროგრამაზე,
რომელიც აქამდე არსებულ რამდენიმე პროგრამას აერთიანებს და მხარს
უჭერს როგორც ინდივიდუალურ მობილობას სტუდენტებისა და
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის, ასევე ინსტიტუციურ
თანამშრომლობას საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სასურველი იქნება სასულიერო აკადემიისა
და სემინარიის სასწავლო პროგრამების საერთშორისო კონტაქტების
განვითრებისთვის ერაზმუსის პროეტებში მონაწილეობა.