საბაკალავრო ნაშრომის დაცვა

 
დღეს, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულებაზე შედგა საბაკალვრო ნაშრომის დაცვა.
 
ნაშრომი იყო   მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის კომპოზიცია, მის რესტავრაციაზე იმუშავა  ხუთმა სტუდენტმა:  აკაკი წერეთელმა, ქეთევან გიორგაძემ, გივი ხაჩიძემ, ლია მახარობლიშვილმა და ინა მახარობლიშვილმა. საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელებმა და სტუდენტებმა კომისიის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მათ მიერ შესრულებული სამუშაოების სpეციფიკა და ტექნიკური დეტალები. საბაკალვრო ნაშრომის ხელმძღვანელები იყვნენ:  ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის გამგე, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, მისი მოადგილე – ზაზა სუმბაძე და პედაგოგი მიხეილ ბერიძე. საბაკალავრო ნაშრომმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.


25.06.2019

FaceBook გვერდი