ავტოკეფალიის აღიარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა

2015 წლის 5 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიიასა და სემინარიაში გაიმართა სხდომა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მტკიცებულების სიგელის მიღებიდან 25 წლისთავს
 
დღის წესრიგი:
1. შესავალი სიტყვა – პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
2. ”ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდეგენისათვის XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე” – ელდარ ბუბულაშვილი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
3. ”საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება (წინაპირობები, მოლაპარაკებები, 1990 წლის 4 მარტი)” – სერგო ვარდოსანიძე, ისტორიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
05.03.2015

FaceBook გვერდი