სტუდენტების სამეცნიერო კონფერენცია

30 მარტს, 13 სთ-ზე თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ჩატარდა სტუდენტთა მორიგი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის პირველ დღეს გაიმართა პლენარული სხდომა. სხდომა გახსნა რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
 
სამუშაო გეგმის მიხედვით პლენარულ სხდომაზე შემდეგი მომხსენებელი გამოვიდნენ:
 
მირანდა ესართია (ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკ. IVკ.) – უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბავშვთა აღზრდის შესახებ (ხელმძღვანელი დოქტორანტი გიორგი ჯულაყიძე);
 
მღვდელი ნიკოლოზ სხულუხია (აკადემიის III კ.) – წმინდა იოანე სინელი განსჯის შესახებ (ხელმძღვანელი პროფ. დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია);
 
თეოლოგიის მაგისტრი კახა შჩერბაკოვი – ეკლესიის სატფურებათა წესი ძველ ქართულ ლიტურგიკულ ძეგლებში (ხელმძღვანელი პროფ. ლელა ხაჩიძე);
 
გაგი ღავთაძე (სემინარიის IV კ.) – წმინდა მოციქულების – პეტრესა და პავლეს ერთი ცხოვრებისეული ეპიზოდის განმარტებანი (გალატელთა მიმართ ეპისტოლის მიხედვით) (ხელმძღვანელი დოქტორანტი გიორგი თოდუა);
 
ლევან ხატიაშვილი (ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ. IVკ.) – ისიხაზმის როლი ადამიანის განღმრთობაში წმ. გრიგოლ პალამას მიხედვით (ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი გოჩა ბარნოვი);
 
მარიამ ჭეხაშვილი (ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ. IVკ.) – ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას მოღვაწეობის ისტორიიდან (ხელმძღვანელი პროფ. ელდარ ბუბულაშვილი);
 
გიორგი გელაშვილი (სემინარიის I კ.) – მაცხოვრის სწავლება ლოცვის შესახებ (ხელმძღვანელი პროფ. დეკანოზი გიორგი გუგუშვილი). 
 
ფოტოგალერია იხილეთ ბმულზე

30.03.2017

FaceBook გვერდი