სტუდენტთა დაჯილდოება

 
22 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული სტუდენტები მიიღო. ბატონი რექტორი მათ ესაუბრა განათლებისა და რწმენის ერთიანობის უდიდეს მნიშვნელობაზე პიროვნების ჰარმონიულად ჩამოყალიბებისათვის. იმისთვის, რომ ადამიანი იყოს ღირსეული, პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე და ჭეშმარიტი შვილი დედა ეკლესიისა, მან ღვთისაგან ბოძებული რწმენის მარცვალი განათლებაის ნიადაგზე უნდა დათესოს. მხოლოდ ამ სახით შეიძლება იმ გზაზე სვლა, რასაც წმინდა მამები “სამეუფო გზად” იხსენიებენ.
ბატონმა რექტორმა მიულოცა სტუდენტებს წარჩინება, დალოცა ისინი, გადასცა მათ დიპლომები და დააჯილდოვა  სასულიერო შინაარსის წიგნებით.
 
ესენი გახლავთ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ლაურეატები:
 
1.გიგლა ბენაშვილი, აკადემიის III კურსის სტუდენტი – პიროვნული თავისუფლება – ტვირთი თუ ღირსება? ხელმძღვანელი დეკანოზი პროფესორი მაქსიმე ჭანტურია.
2.რევაზ მუჯირიშვილი, დოქტორანტურის II კ. – პავლე მოციქულის სამქადაგებლო მეთოდოლოგია. ხელმძღვანელი დეკანოზი პროფესორი გიორგი გუგუშვილი.
3.თორნიკე გოგინაშვილი, სემინარიის III კ. – წმ. ბასილი დიდის სწავლება მეორე დღეს შექმნილი მყარის შესახებ. ხელმძღვანელი ირაკლი ორჟონია.
4. ანა ელიზბარაშვილი. ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის iv კ.- ფიროსმანი, როგორც საეკლესიო წიაღიდან ამოსული მხატვარი. ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.
5. ანა მაჩიტაძე, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კ. – ძველაღთქმისეული დამოწმებები წმ. მოციქულების – პეტრესა და პავლეს ქადაგებებში. ხელმძღვანელი გიორგი თოდუა.
6. ვახტანგ ნოდია, სემინარიის IV კ. – აღსარების წესის ისტორიული მიმოხილვა. ხელმძღვანელი არქიდიაკონი პროფესორი დემეტრე დავითაშვილი.
7. არმაზ ასლამაზიშვილი, აკადემიის III კ. – იოანეს სახარების ავტორობის შესახებ. ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ. გიორგი გუგუშვილი.
8. გიორგი მეძმარიაშვილი, აკად. I კურსი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. ხელმძღვანელი მიტროპოლიტი პროფ. ანანია ჯაფარიძე.
9. გრიგოლ ბენდელიანი, დოქტორანტურის III კ. – ქართული სამონასტრო ცენტრები უცხოეთში ათონურ პერიოდამდე. ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ.მაქსიმე ჭანტურია.
10. ალექსი მესტუმრიშვილი, სემინარიის III კ. – ნათესაური კავშირების ხარისხების გამოთვლა საეკლესიო კანონიკითა და ტრადიციებით. ხელმძღვანელი მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი.
11. დავით სოზიაშვილი, სემინარიის I კ. –  ახალი აღთქმის წიგნთა ძველი ქართული თარგმანები. ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ. გიორგი გუგუშვილი.
12. ემზარ ბაშარაული, სემინარიის II კ. – ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები. ხელმძღვანელი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.
13. მარიამ ლოთიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ. III კ. – ატენის სიონის ქტიტორთა იდენტიფიკაციის საკითხი ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში.  ხელმძღვანელი პროფ. ასმათ ოქროპირიძე.
14. მარიამ ჭეხაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ. III კ. – ქვემოჭალის კარის ეკლესიის მოხატულობის შესახებ.  ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე.
15. სერგო ყიასაშვილი, სემინარიის IV კ. – რაციონალიზმი სოკრატეს ფილოსოფიაში. ხელმძღვანელი ფილოსოფიის დოქტორი ელენე შუბლაძე.
16. ანა ისაკაძე, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკ. III კ. – წმინდა აბოს სახე ძველ ქართულ მწერლობაში.  ხელმძღვანელი პროფ. ლელა ხაჩიძე.
17. ნიკოლოზ გურგენიძე,  ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკ. I კ. – მონასტრული ცხოვრების წესი “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” მიხედვით. ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი.
18.თორნიკე ჯანდიერი, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკ. I კ. – მონასტრული ცხოვრების წესი “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” მიხედვით. ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი.
 
(ნიკოლოზ გურგენიძემ და თორნიკე ჯანდიერმა საერთო თემა დაამუშავეს.)
23.04.2016

FaceBook გვერდი