შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი

 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და პრორექტორის, დეკანოზ ბესარიონ ცინცაძის ლოცვა-კურთხევით, ამავე სასწავლებლის მიერ წარდგენილი პროექტი – „წმინდა მამათა სწავლანი ბიზანტიურ-ქართულ ინტერდისციპლინარულ ურთიერთობათა კონტექსტში“ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის კონკურსის გამარჯვებულია – # FR-18-1209.
 
პროექტის მონაწილენი:
 
პროექტის ხელმძღვანელი: ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი, კოორდინატორი: ისტორიის მაგისტრი მანგია არაბული, ფილოლოგიის დოქტორი ვიქტორია ჯუღელი და  თეოლოგიის მაგისტრი, დეკანოზი გიორგი ბერიშვილი.
 
პროექტის საფუძველზე მომზადდება წიგნი, რომელსაც ფართოდ გამოიყენებენ უმაღლეს სასულიერო და საერო სასწავლებლებსა და ეკლესია-მონასტრებში
25.02.2019

FaceBook გვერდი