სამეცნიერო კონფერენცია ენათმეცნიერების ინსტიტუტში

 
თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში 18-20 ივნისს გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია: „სამეცნიერო ტერმინოლოგია VI“, რომელიც ეძღვნებოდა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დამანა მელიქიშვილის 80 წლის იუბილეს.
 
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგები: ფილოლოგიის დოქტორი ლალი ხუჭუა, რომელიც ამავე დროს არის  თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი,  მისი მოხსენება შეეხებოდა საეკლესიო ნივთთა აღმნიშვნელი ტერმინების, კერძოდ,„ავგაროზისა“ და „ფეშხუმის“, ისტორიას.
 
თეოლოგიის დოქტორმა ცოტნე ჩხეიძემ წარმოადგინა მოხსენება თემაზე; „საწინასწარმეტყველო სიმბოლური ქმედების რაობა ძველ აღთქმაში“.
 
მოხსენებებთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვები. საკუთარი მოსაზრებები  გამოთქვეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დამანა მელიქიშვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მედეა ღლონტმა და სხვ.
20.06.2019

FaceBook გვერდი