თსას-ის სტუდენტებმა და
პედაგოგებმა გამოფენაზე წარმოადგინეს ხატები, ტაძრის მაკეტები, თექით
დამზადებული და ფერწერული ნამუშევრები და სხვ.
გამოფენაში მონაწილეობდნენ
საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და
მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულებები, ასევე თსას-ის
ხატწერისა და ქსოვილების მხატვრული დამუშავების სახელოსნოები,
რომლებშიც სტუდენტებს შეუძლიათ შეისწავლონ ხატწერა, თექის დამუშავება,
ქარგვა და სხვ. ხელოვნების ორიგინალური ნამუშევრები გამოფენაზე
სასწავლებლის სხვა სტუდენტებმაც წარმოადგინეს.