დეკანოზ ლუკა ხუნდაძის მოხსენება



2019 წლის 12 დეკემბერს, ხუშთაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიის (მაგისტრატურა) მესამე კურსის სტუდენტმა, დეკანოზმა ლუკა ხუნდაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „VII მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები“ (ხელმძღვანელი - დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი);
მომხსენებელმა განიხილა VIII საუკუნის საეკლესიო ვითარება ბიზანტიის იმპერიაში შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით: ღირსი თეოფანე აღმსარებლის „ქრონოგრაფი“, წმინდა იოანე გუთელი ეპისკოპოსის ცხოვრება, ღირსი პლატონ აღმსარებლისა და წმინდა ტარასი კონსტანტინეპოლელის ცხოვრებები, რომის პაპ ადრიანეს წერილი კარლოს დიდს. დეკანოზმა ლუკა ხუნდაძემ ასევე ზოგადად მიმოიხილა ხატმებრძოლეობის ისტორია, მათი ძირითადი შეხედულებები, რასაც დაუპირისპირა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ხატთაყვანისცემის შესახებ.
 
12.12.2019

FaceBook გვერდი