საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში



2019 წლის 11-13 ოქტომბერს ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ბიზანტინოლოგია საქართველოში – 5 თემაზე: „შავი ზღვა და შავიზღვისპირეთის ქვეყნები – კულტურათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინი IV-XV საუკუნეებში”. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლებმა: ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან მამასახლისმა და დეკანოზმა გიორგი ბერიშვილმა. კვლევა განხორციელდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი ფუნდამენტური გრანტის საფუძველზე (№ FR–18-1209).
მათ წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:
  • წმ. ამონ ნიტრიელის „სწავლათა“ ძველი ქართული თარგმანი, როგორც სამონასტრო წეს-განგების წინამორბედი (მომხსენებელი ქეთევან მამასახლისი);
  • ტერმინ „პირის განჩემების (ჩემების)“ საღმრთისმეტყველო მნიშვნელობა წმ. სოფრონ იერუსალიმელის ნათლისღების ჰომილიებში (მომხსენებელი დეკ. გიორგი ბერიშვილი).
21.10.2019

FaceBook გვერდი