საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები”



2019 წლის 26-28 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები”. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლებმა:  ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან მამასახლისმა და დეკანოზმა გიორგი ბერიშვილმა. კვლევა განხორციელდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი ფუნდამენტური გრანტის საფუძველზე (№ FR–18-1209).
მათ წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:
  • „წმინდა მამათა სწავლანი ძველ ქართულ ნათარგმნ ძეგლებში” (მომხსენებელი ქეთევან მამასახლისი);
  • წმ. სოფრონ იერუსალიმელის სიტყვების – „უფალი მონა იქმნების” – საღმრთისმეტყველო ანალიზი (მომხსენებელი დეკ. გიორგი ბერიშვილი).
21.10.2019

FaceBook გვერდი