ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

    2019 წლის 5 აგვისტოს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მისი მიზანია ერთობლივი ძალებით სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, სტუდენტთა საჯარო დისკუსიებში ჩართულობა, სტაჟირება, პროფესიული ზრდა, სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობის ხელშეწყობა, ასევე, ქართული სამეცნიერო სკოლების მიღწევების განვითარება, ახალგაზრდა თაობებისთვის თანამედროვე სტანდარტების განათლების მიცემა, ორმხრივი სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა, კვალიფიციური კადრების ერთმანეთისთვის მიწოდება. ზემოაღნიშნული სასწავლებლები ხელს შეუწყობენ სახელმძღვანელოების, სამეცნიერო შრომების, კრებულებისა და მონოგრაფიების გამოცემას.


19.09.2019

FaceBook გვერდი