ოჯახის სიწმინდის დღე

 
2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში, 12 საათზე, აღევლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, შემდეგ კი ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიების და ქუჩების კურთხევა ხდება. ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილი ხატებით მსვლელობას მართავს.
 
წელსაც, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, თბილისში გაიმართა სახალხო მსვლელობა.  რესპუბლიკის მოედანზე და ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის  ეკლესიასთან წმინდა სინოდის წევრები, მღვდელმსახურნი, მრევლი შეიკრიბნენ და სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ. მსვლელობაში მონაწილეობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც.
 
მშვიდობიანი  მსვლელობა დასრულდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა. საღამოს სამების ტაძრის ეზოში კონცერტი გაიმართა.
17.05.2019

FaceBook გვერდი