აფხაზეთობა

23 მაისი წმინდა სიმონ კანანელის ხსენების დღეა. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკო-პოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის” დღედ გამოცხადდა.
ამასთან დაკავშირებით, დღეს, 13:30 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.
 
23.05.2019

FaceBook გვერდი