მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

 
2019 წლის 22 მაისს, საპატრიარქოს ტელევიზიაში − „ერთსულოვნება“,  გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია- „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები“ გაიმართა. კონფერენცია პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას მიეძღვნა .
 
მანანა ანდრიაძის სახელს უკავშირდება ქართული გალობის პოპულარიზაციისთვის გაწეული მრავალმხრივი საქმიანობა. მისი  ინიციატივითა და ხელმძღვანელობით კონსერვატორიაში შეიქმნა ქართული გალობის მიმართულება და თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა ქართული საეკლესიო მუსიკის სამეცნიერო კვლევა. მანანა ანდრიაძის  სამეცნიერო კვლევა მოიცავდა ძველი და ახალი ქართული პროფესიული მუსიკის თეორიის, ისტორიისა და პალეოგრაფიის საკითხებს.   სასიხარულოა  რომ იმ სტუდენტებთან ერთად, ვინც   ტრადიციულ ქართულ  მუსიკასა და საეკლესიო გალობას სწავლობს და იკვლევს, თავიანთი სამეცნიერო მოხსენებებით წარდგნენ  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებიც.
 
თევდორე გოგოლაძე − „საგალობლის “წმინდა არსი” ისტორიულ–ტექსტოლოგიური ასპექტები“. (თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსი,  ხელმძღვანელი ეთნომუსიკოლოგიის დოქტორი თამაზ გაბისონია).
 
თეა ნოზაძე − „საწამებელი კარვის სიმბოლიკა ქვათახევის XVII საუკუნის ღვთისმშობლის ჭედური ხატის მიხედვით“. (თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის  IV კურსი, ხელმძღვანელები: ხელოვნების დოქტორი ელენე კავლელაშვილი, ღვთისმეტყველების დოქტორანტი რევაზ მუჯირიშვილი).
 
სერგი მეგენეიშვილი − „ათონის ივერთა მონასტრის დაბრუნების მცდელობანი“.
 
(თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსი: ხელმძღვანელი: ედიშერ ჭელიძე, თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი).
 
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები ნათელი დასტურია იმისა, რომ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები ჩართული არიან არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებითაც წარმატებით მუშაობენ.
23.05.2019

FaceBook გვერდი