გასვლითი ლექცია ბოდბის დედათა მონასტერში

25 მაისს ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის ხელმძღვანელმა, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) სემინარიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტებს ლიტურგიკის სალექციო კურსის დასკვნითი ლექცია ბოდბის დედათა მონასტერში ჩაუტარა. ლექცია შეეხებოდა სამონასტრო წეს-განგებას.
 
სტუდენტებმა დაათვალიერეს და მოილოცეს მონასტრის ტერიტორიაზე არსებული წმ. გიორგის სახელობის ეკლესია და წმ. ნინოს სახელობის ახლად აშენებული ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, ასევე, სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს წმ. ნინოს საფლავთან.
 
ღონისძიება მიეძღვნა ნინოობის მოახლოებულ დღესასწაულს — მოციქულთა სწორი ქალწულის საქართველოში შემობრძანების თარიღს, რომელიც 1 ივნისს აღინიშნება.
altalt
altalt

26.05.2026

FaceBook გვერდი