პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დღეს დაასრულა მუშაობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისადმი მიძღვნილმა პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიურმა სამეცნიერო კონფერენციამ.
25 მაისს კონფერენციის ფარგლებში მუშაობა განაგრძო  ძველი ქართული ლიტერატურის, ფილოსოფიისა და და ფსიქოლოგიის სექციებმა.
ძველი ქართული ლიტერატურის სექციას თავმჯდომარეობდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე. სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ:
1.​ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან გვაზავა - ჰაგიოგრაფიის ჟანრობრივი სინკრეტიზმი
2.​ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი - ვაჰანის ქვაბთა განგება და მინაწერები  
3.​ფილოლოგიის დოქტორი ასმათ ჯიქია - „ვეფხისტყაოსნით“ „ვეფხისტყაოსანზე“  
4.​ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა ნიშნიანიძე - ქართველ მეფეთა ბიბლიური წარმომავლობის საკითხი და მისი რეფლექსია მე-18 საუკუნის ქართულ მწერლობაში
ფილოსოფიისა და  და ფსიქოლოგიის სექციას თავმჯდომარეობდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. გვანცა კოპლატაძე. მოხსენებები წაიკითხეს:
1.​ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ - არეოპაგიტიკის ტექსტის ავთენტურობისათვის  
2.​ფილოსოფიის დოქტორმა ელენე შუბლაძემ - ფსიქლოგიის ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ
3.​სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა ირმა ხურციამ - ფსიქოლოგიური მიმდინარეობების და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ურთიერთმიმართება
4.​ფსიქოლოგიის დოქტორმა ლანა სულხანიშვილმა - ვიქტორ ფრანკლის ლოგოთერაპია და ადამიანის ეგზისტენციალურ-ანთროპოლოგიური ხედვა
მონაწილეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი და აქტუალური სამეცნიერო მოხსენებები, რომლებიც შეეხებოდა ქართული სასულიერო და საერო მწერლობის, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის  მნიშვნელოვან საკითხებს.
სექციების მუშაობას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა მეტად საყურადღებო პროფესიული დისკუსიები.
alt
25.05.2026

FaceBook გვერდი