ვიზიტის ფარგლებში პროფესორ ცოტნე ჩხეიძეს უნივერსიტეტის
თეოლოგიის ფაკულტეტმა უმასპინძლა. მან ადგილობრივი
სტუდენტებისთვის სპეციალური სალექციო კურსი წაიკითხა.
სალექციო თემატიკა მოიცავდა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს,
როგორებიცაა - ბიბლიის რაობა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები და
ბიბლიური სიმბოლური ქმედებები.
ლექციებმა მსმენელებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ხოლო ლექციის
შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები რუმინელ
კოლეგებთან და თეოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან. მხარეებმა
განიხილეს ორ სასწავლებელს შორის აკადემიური თანამშრომლობის
გაღრმავების პერსპექტივები, ერთობლივი საღვთისმეტყველო კვლევებისა და
სამომავლო გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები.


