საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობენ:
* რატი სტურუა - თსას-ის პრორექტორი სამეცნიერო დარგში,
თეოლოგიის დოქტორი;
* სერგო ვარდოსანიძე - საქართველოს ისტორიის კათედრის
ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი,
პროფესორი;
* გრიგოლ ხაჭაპურიძე - ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის
დეკანი, ისტორიის დოქტორი;
* დურმიშხან ლაშხი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი,
ისტორიის დოქტორი;
* დეკანოზი შალვა კეკელია - აკადემიისა და სემინარიის სულიერი
მოძღვარი.
შეხვედრები სამტრედიის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლსა და
ხონის სამუსიკო სკოლაში მეტად თბილ ატმოსფეროში წარიმართა. ხონისა და
სამტრედიის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებმა თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლთაგან მიიღოეს
სრული, საფუძვლიანი ინფორმაცია
სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოქმედი ფაკულტეტების,
კათედრებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, გაეცნენ
სასწავლებლის სტუდენტთა ცხოვრება-საქმიანობას, მათ სამეცნიერო და
შემოქმედებით მიღწევებს.
აღნიშნულ ორ მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები
შედგა ხონის და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტ საბას
(გიგიბერია) ლოცვა-კურთხევით. შეხვედრების მომზადებასა და
ორგანიზებაში კი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას
დახმარება აღმოუჩინა სამტრედიის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის
ქორეოგრაფმა ქრისტინე ზაქრაძემ.










