საჯარო ლექცია – „ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების ეტაპები და ქართული გალობის მრავალხმიანობის საკითხი“

13 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შეხვედრა გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ნესტან სულავასთან. მოხსენების თემა იყო „ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების ეტაპები და ქართული გალობის მრავალხმიანობის საკითხი.“ 
მომხსენებელმა მიმოიხილა ჰიმნოგრაფიის განვითარების სხვადასხვა ეტაპი – ადრეული, კლასიკური და გვიანდელი, დაახასიათა ქართული ჰიმნოგრაფიული სკოლები საღვთისმეტყველო, ლიტერატურულ-ისტორიული, სიმბოლურ-სახეობრივი და იდეოლოგიური თვალსაზრისით. სტუმარმა ისაუბრა საგალობელთა გამომსახველობით საშუალებებსა და ტერმინებზე. 
ქალბატონმა ნესტანმა დამსწრეთ გააცნო ქართული საეკლესიო გალობის მრავალხმიანობის ისტორია. მან, ასევე, ისაუბრა ქართული და ბიზანტიური საგალობლების მუსიკალურობისა და პოეტიკის განსხვავებაზე, რაც ქართული გალობის მრავალხმიანობასა და საგალობლის ფორმის ორიგინალურობაში გამოვლინდა.  
ლექციას ესწრებოდნენ სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
13.02.2026

მსგავსი სიახლეები

FaceBook გვერდი